რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება

2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების სააგენტო ავრცელებს. 

საწარმო სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმსა და  კონსტრუქციას წარმოებას შესძლებს, რომელთა წლიური მოცულობა 6 000 ტონა იქნება.


საწარმოს მოწყობისა და ფუნქციონირების დასაწყებად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, შპს „construction service“-ი გამოთქვამს მზადყოფნას საწარმოს შექმნის შემდგომ დაასაქმოს 30 ადამიანი.


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „construction service“-ს ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.


მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვებია

"ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", -ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან.

ლარი ისევ სწრაფი ტემპით მყარდება

25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა.

სოფელ ჭიაურს, ჰერეთის კარსა და თამარიანს წყალმომარაგება შეზღუდულად მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. 

თემაზე "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" შეხვედრა გაიმართა

„ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა თემაზე „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“ გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში "მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“.

სამტერედიასთან ტრაილერი მინივენს შეეჯახა - დაღუპულია 5 ადამიანი (ვიდეო)

სამტრედიის შემოსასვლთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ ხოსნი საჰიდ მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვალეს საბაჟოზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ახალციხეში, ვალეს საბაჟოზე, საქართველო-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. 

პანკისში გვარებს შორის დაპირისპირების დროს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყო.

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი ქართველ სტუდენტებს გერმანიაში საზაფხულო დასაქმების პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები,  რომლებმაც „პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ დააფუძნეს, საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს საზღვარგარეთ დასაქმებას  სთავაზობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

WHO: ამ ეტაპზე კორონავირუსის გლობალური გავრცელების საფრთხე არ არსებობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ინფექცია პირველად გამოვლინდა, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.

ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.