თენგიზ ცერცვაძე: საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში

„საქართველო უპირობო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

პროფესორის თქმით, საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები.


„პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფი აცხადებს, რომ პროგრამა „ჩავარდა“, „ჩაფლავდა“, „კრახი განიცადა“, „ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა“ და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორი ენთუზიაზმით და კმაყოფილებით კეთდება ეს განცხადებები პრინციპით, რომ მათ „სხვისი აშენებული საქართველო არ უნდათ“. რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?! ეს ადამიანები მხოლოდ გაკვრით ახსენებენ, რომ კარგია, რომ 60 ათასი პაციენტი C ჰეპატიტისგან განიკურნა, მაგრამ და შემდეგ იწყება პროგრამის და მისი შემსრულებლების ლანძღვა და დისკრედატაცია. მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის (ბ-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე) მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს. ამ პოსტში კი მოკლედ მინდა ვუპასუხო ოპონენტების ზოგიერთ ინსინუაციებს. საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში. ეს აღიარებულია ყველა, აბსოლუტურად ყველა საზღვარგარეთული ავტორიტეტული ინსტიტუციის და ექსპერტის მიერ. საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები. პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მთელი რიგი ქვეყნების დელეგაციები და ა.შ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.


 


მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.