თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7%

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

პროფესორის თქმით, საქართველოს პროგრამა მსოფლიოში ერთადერთი სრულფასოვანი და უნიკალური დიზაინის მქონე ელიმინაციის პროგრამაა, რომლის შექმნაშიც უდიდესია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი.


„ჩვენი პროგრამა, პაციენტების მკურნალობის გარდა, მოიცავს საწყისი და განმეორებით სეროპრევალენტობის კვლევებს, საერთო ნაციონალურ HCV სკრინინგს, პაციენტების აქტიურ მოძიებას (მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით), ერთიან მონაცემთა ბაზას პაციენტების სკრინინგის, მკურნალობის და ზედამხედველობის ყველა მონაცემებით, HCV ინფექციის პრევენციის და კონტროლის სრულ პაკეტს, რეინფექციებზე კონტროლს და განმეორებით მკურნალობას და სხვ. პროგრამის მჭიდრო მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. საქართველოს პროგრამა ითვლება სამაგალითოდ და მომავალში გათვალისწინებულია მისი გამოყენება სხვა ქვეყნებისათვის“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.



პროფესორი განკურნების მაჩვენებლებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოპტიმალური მენეჯმენტისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მიღწეულია C ჰეპატიტით პაციენტების განკურნების მსოფლიოში სარეკორდო მაჩვენებლები - საშუალოდ 98,7% ყველა გენოტიპში.


„პროგრამით უკვე განიკურნა 60 ათასზე მეტი C ჰეპატიტით პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციას და/ან სიკვდილს გადარჩენილია სულ ცოტა 20 ათასი პაციენტი (ცნობილია, რომ ყოველ მესამე C ჰეპატიტით ავადმყოფს უვითარდებათ ღვიძლის ციროზი და/ან კიბო და საჭიროებენ ტრანსპლანტაციას). ეს მაშინ, როცა ტრანსპლანტოლოგიის უდიდესი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში დღემდე სულ გაკეთებულია მხოლოდ 60-მდე ღვიძლის ტრანსპლანტაცია. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ასეთ პროექტზე ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ის „ჩავარდა“ და „კრახი განიცადა“ და რომ ეს არის „დანაშული ქართველი ხალხის წინაშე?!“. რა არის „დანაშაული“ - 60 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა? ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება? საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა. ახლა პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს იმ პაციენტების გამოვლენა, ვინც თავისი დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის და იმ პაციენტების დარწმუნება, ვინც ამა თუ იმ მიზეზით მკურნალობის დაწყებას თავს არიდებს. ასეთი რამ (პაციენტების აქტიური მოძიება) მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ყველა ქვეყანაში მკურნალობენ მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც თავისი დაავადების შესახებ იცის და ვინც თვითონ მიმართავს ექიმს სამკურნალოდ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.


ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილზე: ეს, ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?!

„ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას, თქვე დაუნდობელო ჯალათებო“, - წერს ბუტა რობაქიძის დედა სოციალურ ქსელში.

სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი დავით გურგენიძე გახდა.

ვახუშტი მენაბდე: კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კამპანიის „გაუფრთხილდი სიცოცხლე“ ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის "გამწვანებისთვის" ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის "გამწვანებისთვის" ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში (NGFS) გაწევრიანდა

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადვოკატები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" წლების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ ის პოლიტპატიმრად აღიარეს და ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.

ბილაინი მომხმარებლის გამოცდილების კვლევას Medallia-ს მეშვეობით უკვე ციფრული არხებითაც ახორციელებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ციფრულ არხებშიც დაამატა.

პრემიერი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.