თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. 

მისი თქმით, ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან.


„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია ჩვენი ოპონენტების გარდა და პირიქით - ყველგან ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა ძალიან მაღალ დონეზე სრულდება (სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგისა და შეფასების მიხედვით). ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით პროგრამა 2023-24 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. ასე, რომ ნუ ვიქნებით „რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. პროგრამის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე სულ გამოკვლეულია 1 750 000 პირი (მთელი მოზრდილი მოსახლეობის 62%), გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი (სამიზნის 61%), ნამკურნალებია 65 ათასი პაციენტი (სამიზნის 51%) და განკურნებულია ნამკურნალები პაციენტების 98,7%. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის იმ 12 ქვეყნის ვინც მუშაობს ელიმინაციაზე, ანალოგიურ მაჩვენებლებს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


პროფესორი კვლევების დაფინანსებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო.


„სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო, ხოლო დანარჩენებისთვის თანაგადახდა მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბარიერის მთლიანად მოხსნას დიდი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების პროგრამაში ჩართვაზე. ზრდა არის, მაგრამ მცირე. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული ინფექციის ელიმინაციის გამოცდილება მსოფლიოში 2015 წლამდე არ არსებობდა და ყველაფერი თავიდანვე მზად როგორ იქნებოდა? C ჰეპატიტის მკურნალობა 2015 წლამდე მხოლოდ ერთეულ სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდა. საყოველთაო სკრინინგის და პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და ზიანის შემცირების ქსელში გამარტივებული მიდგომებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანერგვას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა (სამთავრობო დადგენილებები, სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.) და ბუნებრივია, დრო დასჭირდა. 2018 წლიდან ქვეყანაში დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი - სამი დაავადების (C ჰეპატიტის, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი) ინტეგრირებული სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვ. C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგი დღესაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ხოლო C ჰეპატიტით პაციენტების აქტიური გამოვლენა, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით, დღემდე მხოლოდ საქართველოში და კიდევ შეიძლება 1-2 ქვეყანაში ხორციელდება.
აი, ასეთია სინამდვილე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ - პროექტის, რომელიც საქართველოსა და აშშ -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს და რომლის შედეგებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამბობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.


ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კამპანიის „გაუფრთხილდი სიცოცხლე“ ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის "გამწვანებისთვის" ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის "გამწვანებისთვის" ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში (NGFS) გაწევრიანდა

თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ადვოკატები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" წლების განმავლობაში ატყუებდნენ, რომ ის პოლიტპატიმრად აღიარეს და ვადაზე ადრე გამოუშვებდნენ.

ბილაინი მომხმარებლის გამოცდილების კვლევას Medallia-ს მეშვეობით უკვე ციფრული არხებითაც ახორციელებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ციფრულ არხებშიც დაამატა.

პრემიერი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.