საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯამში 17 კანდიდატი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს.


მათივე ინფორმაციით, კანდიდატების წარდგინება და მათი მონაცემები ხელმისაწვდომია საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge.


საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილე 16 კანდიდატისა და მათი წარმდგენი ორგანიზაციების სია ასეთია:


პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.


მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.


მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.


მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.


მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.


მეექვსე კანდიდატი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე წარადგინა იურიდიულმა კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.


მეშვიდე კანდიდატმა - იურისტმა მერაბ გამყრელიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.


მერვე კანდიდატმა - იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.


მეცხრე კანდიდატი -იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.


მეათე კანდიდატს - იურისტ დავით ზირაქაშვილს რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.


მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“.


მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.


მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .


მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .


მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "დამცველი".


მეთექვსმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.


მეჩვიდმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მომართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.


კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.


გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.


"არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს", - აცხადებენ პროკურატურაში. 


მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.