ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ვინც კონგრესმენ მალინის განცხადებით აღშფოთებული ხართ, მათ საყურადღებოდ!


პირადად ჩემთვის გიორგი გახარიასადმი კონგრესმენ მალინის წერილი არანაირი მოულოდნელობა არ იყო. პირიქით, ის გამიკვირდებოდა, რომ მას მსგავსი შინაარსის წერილი არ გამოექვეყნებინა. საზოგადოებამ არ იცის და საჭიროდ მივიჩნევ ორიოდე სიტყვით განვმარტო და მივაწოდო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ბატონი კონგრესმენის და, ზოგადად, ამ ამბის შესახებ.


პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონგრესმენის წერილის ძირითადი აქცენტი საქართველოში მოქმედი კომპანიის "ფრონტერა რესურსის" შესახებ იყო. ამასთან, ეს წერილი მაქსიმალურად დამძიმებული და გაბუქებული იყო პოლიტიკური ნარატივითაც.


ახლა საქმე რაშია - როგორც იცით, აშშ-ში ლობისტური საქმიანობა ლეგალური და გამჭვირვალეა. შესაბამისად ცნობილია, რომ ბატონი მალინი არის ფრონტერას ოფიციალური ლობისტი. ის იღებს ხელფასს ამ კომპანიის ლობირებაში და მისი ინტერესების გატარებაში. ესეც ფაქტი იხილეთ ლინკი - https://www.opensecrets.org/orgs/toprecips.php…


მსუბუქად რომ ვთქვა, კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მი მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად.


ახლა რაც შეეხება კომპანია ფრონტერას - როგორც იცით, ფრონტერა საქართველოში გაკოტრდა და ის ძალიან ბევრი არგუმენტით, დადანაშაულებული იყო თაღლითურ გარიგებებში, ხოლო ამჟამად საქართველო ამ კომპანიასთან სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებს საერთაშორისო დავას. შესაბამისად, კონგრესმენს ის კი არ ადარდებს, რასაც წერს, ის ადარდებს, რომ მისმა დალობირებუილმა კომპანიამ სრული კრახი განიცადა ჩვენ ქვეყანაში და დიდი ალბათობით, წააგებს საერთაშორისო დავასაც საქართველოსთან.


გარდა ამისა, როგორც ვიცი, 2019 წლის ბოლოდან კომპანია „ფრონტერა“ მისი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებასაც კი აღარ ისტუმრებს, რაც იწვევს პერიოდულ გაფიცვებს თანამშრომლების მხრიდან.


რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა ამას არ იტყვის იმდენად, რამდენადაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს შეუსაბამოა. გარდა ამისა, იმ ფაქტის აღიარება, რომ აღნიშნული წერილის ძირითადი პათოსი ფრონტერას ეხება, არაფერში აწყობს.


მეორე მხრივ, ქართული ოცნება ღიად ამ პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან ერთი კონკრეტული კონგრესმენის პირადი ინტერესების გამო სტრატეგიულ პარტნიონრთან არ ღირს რაიმე გაურკვევლობა.


კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახვეია მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესით, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის ლობირებს ოფიციალურად კომპანია ფრონტერას და ძალიან მარტივად ამაში გასამრჯელოს იღებს“, - წერს ანდრია გვიდიანი


ცნობისთვის, კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო, მისი კოლეგების მოსაზრებებს უერთდება.


მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.

სილქნეტის განცხადება კომპანიაში ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით

კომპანია სილქნეტი კომპანიაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცადებას ავრცელებს.