ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1892 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4878 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.7369 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, 21 იანვრიდან შევა ძალაში.


უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.  

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება.

პრემიერი: დანაშაულის დაფიქსირებისას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

"ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ევროპული საქართველოს" ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციას ეხებოდა.

გიორგი გახარია: ღირსეული პოლიციელი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში, ბათუმში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს, ასევე პატრულ - ინსპექტორ ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში საჩუქრად ბინები გადაეცათ.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თემქაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახს უკიდია.

კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ვახტანგ გომელაური: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ასეთი კიბერშეტევა არ მოხდეს 

"ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრა გაიმართა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. 

მამუკა მდინარაძე: ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ  

"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვიტორ ტომე: „მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ  მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესე იგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ“

„ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების  კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“, - ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ  მედიისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - ვიტორ ტომეს სემინარი მედიააკადემიაში

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი კაუნასის მერს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა შეხვედრა გამართა კაუნასის მერთან ვისვალდას მატიოშაიტისთან.

ლევან დავითაშვილი მცირე მარნების ხელშემწყობი ახალი პროექტის "ღვინის ხალხი" პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის ღვინის მუზეუმში, ახალი პროექტის „ღვინის ხალხი“ პრეზენტაციას დაესწრო.

სერგი კაპანაძე: ამ ვითარებაში მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს

"ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თაღლითობაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით

„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“, - ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა რეიტინგი გაზეთ „The Financial Times- ის“ სპეციალურმა რესურსმა fdi Intelligence, სადაც თბილისი ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეფექტიანობის მიხედვით.