2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.
რეგიონი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.
ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.
მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს განათდება.
ამ წუთებში, ბათუმში საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიმდინარეობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში, ზამთრის სეზონზე დამსვენებლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის კმ35-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი.
შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია. ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას სცდილობენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმართ, პატიმრობის გამოყენების შესახებ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარიამ განცხადება მედიასთან გააკეთა.
გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მას სხეულის 40% - იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან მობილიზებულები და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისში შეჭრას სცდილობენ.
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს (Solidarity Fund PL in Georgia) ორგანიზებით თბილისში კონფერენცია „აქტიური მოქალაქეები - ძლიერი მუნიციპალიტეტი, სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ ჩატარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 34 წლის ქალმა თავი მოიკლა. საკუთარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისთან მოძრაობა "გაბედე"-ს წევრებსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.