რეგიონი

5-6 ნოემბერს ქუთაისში მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5-6 ნოემბერს ქუთაისში მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ახალციხეში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს

ქალაქ ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე "ზუმერი" მეორედ გაქურდეს. შემთხვევა 4 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. მენეჯერის თქმით, წაღებულია ტექნიკა, თუმცა კომპანიაში ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან.

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების კომისიის პირველი სხდომა დასრულდა

ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაციის პროცესი დღეს დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა მეუფის რეზიდენციაში გაიმართა.

მეუფე გრიგოლმა მარტვილში პირველი საკვირაო წირვა აღავლინა

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მეუფემ გრიგოლ კაციამ პირველი საკვირაო წირვა აღავლინა.

მეუფე იაკობი ბოდბის ეპარქიაში ამ დრომდე არ გამოჩენილა

მეუფე იაკობი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ამ დრომდე არ გამოჩენილა, რის გამოც საკვირაო წირვა ტაძარში მამა თეიმურაზმა აღავლინა.

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები დაკავებულის გათავისუფელების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და ძალოვან უწყებებს მიმართავენ.

ავარია წყალტუბოში - დაღუპულია ქვეითად მოსიარულე ქალი

წყალტუბოში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

უხვმა ნალექმა აჭარაში მეწყრული პროცესები გამოიწვია

ძლიერი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპატიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა. ვთარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამტრედიაში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა

სამტრედიაში რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ გაწეული საქმიანობის შესახებ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უამინდობამ აჭარაში პრობლემები შექმნა - სანაპირო ზოლთან ქარბორბალა დაფიქსირდა

4-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ აჭარის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და სავაჭრო ობიექტების ნაწილი.

ტყიბულში მინდელის შახტი მუშაობას დღეს განაახლებს

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტი, წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, მუშაობას დღეს განაახლებს.

ყაზბეგში გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

გორში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს "ალიანს გრუპმა" გორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.

წყალმომარაგების კომპანია ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით  წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში.

მეწყერის გამო ბათუმის შემოგარენში ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კერძოდ თოდოგაურში მიწის ჩამოშლის გამო ორი ოჯახი დაზარალდა. ბათუმის მერიამ ამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარაში უამინდობის გამო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, სოფლებში კი, მეწყერი ჩამოწვა

სამი დღეა აჭარაში გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა გუშინ გვიან ღამით მდინარე მეჯინის წყალის ადიდება გამოიწვია. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ოპერაციაში ნავებით იყო ჩართული მაშველთა ბრიგადები.