რეგიონი

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის სოფელ რუხში, სავარაუდოდ, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ.  

მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა

ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მარნეულში დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მარნეულში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაჭრილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ რუხში და რიყეში გამოავლინეს უაქციზო სიგარეტის შენახვა გადაზიდვის ფაქტები. ჯამში, 24 740 ღერი სიგარეტი.

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულის რაიონში ორი ადამიანი დაჭრეს. 

ქუთაისში 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა

ქუთაისში, 65 ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ხუნდაძის ქუჩაზე მოხდა.

საგარეჯოში მეოთხე კლასელი 7 მოსწავლე მოიწამლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მეოთხე კლასელი 7 მოსწავლე მოიწამლა.

პედაგოგების ინფორმაციით, მოზარდებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლასთან ახლოს მდებარე მარკეტში ლიმონათი და ქადა იყიდეს.

ბარისახოში კლდიდან ტრაქტორი გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112-ში" შესული ინფორმაცის თანახმად, დუშეთის რაიონში, ბარისახოს თემში, კლდიდან ტრაქტორი გადავარდა და მძღოლს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

ახალციხეში ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზია დააჯარიმეს

ქალაქ ახალციხეში, 500-500 ლარით ერთ-ერთი ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზია დააჯარიმეს. კაზინოში ნიშანი "მოწევა აკრძალულია" თვალსაჩინო ადგილზე არ იყო განთავსებული, სათამაშოების მაღაზიაში კი გამყიდველი თამბაქოს ეწეოდა.

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორცილებს.

ახმეტაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის შემდეგ, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში თამთა თოდაძისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს, რომელზეც მას სოლიდარობა გამოუცხადეს და პროკურატურისგან დროული გამოძიება მოითხოვეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ აქცია გამართა.  ე.წ სვანების დასახლების მცხოვრებლები სოფელში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ.

ფაროსანა დაბრუნდა

აზიური ფაროსანა სამგერლოში ისევ გამოჩნდა, მავნებელი მწერი ხობსა და პატარა ფოთს შეესია.

პირველად 120 წლის განმავლობაში სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში წირვა აღევლინა

პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ახლად ამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში.

კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

კახეთის რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი  გადასცეს.

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა.

ზუგდიდის მერმა 61 პედაგოგი დააჯილდოვა

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, დაჯილდოება გაიმართა.

თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“-ს მასპინძლობს

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, თელავი ღვინის ფესტივალს „თელავინო 2019“ მასპინძლობს.