რეგიონი

ლაგოდეხის მოსახლეობა აქციას მართავს

ლაგოდეხში ადგილობრივები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს სამელი წყლის ონკანებზე დამონტაჟებული მრიცხველები და მოსახლეობას წყლის გადასახადი სულადობის მიხედვით გადაახდევინონ.

ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს.

ქარელში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, რკ კოოპერატივმა „სანჩოს ბიჭები“, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფერმა აშენდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მესაქონლეობის ფერმა აშენდება, სადაც წარმოებული იქნება ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძისა და ხორცის პროდუქტები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის“ განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

განათლების მინისტრის მოადგილემ აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებთან განვითარების გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან მომავალი პესპექტივები და განვითარების გეგმები განიხილა.

სამტრედიაში მუშების პროტესტი გრძელდება, დასაქმებულებს 6 თვეა ხელფასი არ აუღიათ

თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამტრედიის მონაკვეთზე დასაქმებულ მუშებს, კუთვნილი ხელფასი უკვე მეექვსე თვეა არ აუღიათ. ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით, ისინი სამ თვეზე მეტია გაფიცულები არიან და სამუშაოს არ ასრულებენ.

გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

გიორგი შენგელია ლომთათიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ლომთათიძის ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივებს შეხვდა.

ნოქალაქევში ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს

ნოქალაქევში, მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, ჭურჭელი ანტიკური ხანის ამფორა აღმოჩნდეს, რომელსაც ღვინის, ზეთის ან სხვა სითხის შესანახად იყენებდნენ.

სოფელ ციხისჯვარში დასასვენებელი კომპლექსი მოეწყობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო  პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" აგრძელებს.

გურჯაანში სკვერისა და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

სოფელ ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამუშავდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იწყება. სოფელ ხიხანსა და შაუმიანში 30 წლის შემდეგ სარწყავი სისტემა ამუშავდება.

მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის, ალექსეევკა-მენკალისას 6.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილმა რეგიონში არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები განიხილა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ნიკოლოზ დიასამიძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

 
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფის ვინაობა სინოდის სხდომაზე გაირკვევა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე ოფიციალურად ამ დრომდე არ დასახელებულა, მოვალეობას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ასრულებს. როგორც ეპარქიაში აცხადებენ, მეუფეს, სავარაუდოდ, სინოდის სხდომაზე დაასახელებენ.

12 წლის მოზარდს დამალობანას თამაშის დროს, დენმა დაარტყა და დაიღუპა

12 წლის ბიჭი დაიღუპა გაგრაში დენის დარტყმის შედეგად. ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს მოხდა.

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

არსებული ინფორმაციით, ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა 36 წლის მამაკაცმა, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში თავი მოიკლა. მისი გარდაცვალების ფაქტს სოფელ ჯუმში მერის წარმომადგენელი ზურაბ ფაჟავა ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.