სამხედრო თემა

თავდაცვის მინისტრი დიპლომატიურ კორპუსსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა

„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ლექცია წაიკითხა.

თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი საჯარო სკოლებში - „ჩვენი ჯარი“ დაიწყო

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა სტუდენტებმა ნატოს დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს

4 აპრილი ნატოს დაარსების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გორის ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

"მხიარული სტარტები" მისიებში მყოფი სამხედროების შვილებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში "მხიარული სტარტები" გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს.

ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

ხვალ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება.

ლევან იზორია თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა. 

სამტრედიაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

თავდაცვის მინისტრი: მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს მეგობარია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. 

ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ქალაქ პოდგორიცას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.

სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა

25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018-2019 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი მეთაური ჰყავს. პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შეცვალა. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

ქართული არტილერია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვაზიანში, I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა.

დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.

ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი აშენდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო.

მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.

ლევან იზორია შვედ კოლეგას მასპინძლობს

შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში“ ჩაერთვება - ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა.