სამხედრო თემა

საქართველოს თავდაცვის უწყება აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებს მასპინძლობს

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი დღეს გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები 17 წლისაა

საქართელოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა 17 წლის იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე აღნიშნა. სამხედროებს საიუბილეო თარიღი თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა

17 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან . იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღინიშნა.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სემინარი კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება 29 ნოემბერს. 

თავდაცვის სამინისტროში მრჩევლების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრო ათეულობით მილიონი ლარის დაზოგვას აპირებს, რისთვისაც რამდენიმე ცვლილება იგეგმება. ეს თანხა  ჯარისკაცების საბრძოლო მომზადებაზე იქნება მიმართული.

ავტოავარიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. 

„უორდროპის ქართულ-ბრიტანული დიალოგი“ სტრატეგიულ ფორმატში გადავიდა

სტრატეგიული ფორმატის გახდა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული თანამშრომლობა და „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდა. მხარეებმა გადაწყვეტილება დიალოგის მესამე რაუნდზე მიიღეს.

გენერალური შტაბის უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას ახალი მოადგილეები ჰყავს

გენერალური შტაბის უფორსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას სამი ახალი მოადგილე ჰყავს. მან საკუთარ მოადგილეებად პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე თავდაცვის სამინისტროში, ხუთშაბათს წარადგინა.



თავდაცვის მინისტრი წვევამდელების და რეზერვის ახალ სისტემაზე გადასვლას აანონსებს

წვევამდელების და რეზერვის სისტემა ახალ საფეხურზე გადავა, განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ, ხუთშაბათს, პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე. 

თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება
კომპანია GWP-ს ცნობით, თბილისის მოსახლეობისთვის 24 ნოემბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.
საქართველო შეშფოთებულია გალის რაიონში რუსი სამხედროების კონცენტრაციით

საქართველო შეშფოთებულია გალის რაიონში რუსი სამხედროების კონცენტრაციით და გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებით. 

ლევან იზორიამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა

ბაგრამში, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს გიორგობა მიულოცა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ ოპერაციების ცენტრიდან ტელეხიდით ჩართვისას.

საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი გაიხსნა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.   

შეიარაღებული ძალების დროშა გადაიბარა გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე .


"ნაცმოძრაობის" იდეების გამტარებლად არ მიაჩნია ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო ჟურნალის რედაქტორს
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გამტარებლად არ მიაჩნია გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს. 
ქალების მიერ რეზერვის გავლას სასურველად მიიჩნევს სამხედრო ჟურნალის რედაქტორი

ქალების მიერ რეზერვის სამსახურის გავლის მომხრეა სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ამის შესახებ ალადაშვილმა სამშაბათს "პირველ პრესკლუბში" განაცხადა.

გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამშაბათს დანიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თავდაცვის მინისტრი სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს

სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას მისი შემცვლელი ლევან იზორია ნაჩქარევ და პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს.

საგაზაფხულო გაწვევის განახლებას ეროვნული უშიშროების საბჭოზე მხარი დაუჭირეს

სამხედრო სავალდებულო გაწვევის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ორშაბათს.