
17 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.
ამინდი თბილისში 👇
თბილისში 10 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.