მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

წვიმიანი ამინდი
1667811692
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო 9-10 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება ნისლიანი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

9-10 ნოემბერს გამოიდარებს, ღამის საათებში ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.

ამინდი თბილისში 👇

თბილისში 7-8 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. 9-10 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით +15 გრადუსამდე მოიმატებს.