მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წვიმა და ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქოლგა - წვიმიანი ამინდი
1665998163
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამინდი დედაქალაქში 👇

თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.