მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წვიმა, თოვლი, ქარი - 27-28 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი
1666773201
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

„იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი“, - წერს სააგენტო.