მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კახა კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება“ - სოსო ცინცაძე შალვა პაპუაშვილზე

„გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთგვარი კაზუსი იყო“

„კახა კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძემ პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ცინცაძემ აღნიშნა, პაპუაშვილმა წარდგენის დროს კარგი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან თანამშრომლობა. 

„თავდაპირველად როცა გავიგე გვარი პაპუაშვილი, მივხვდი, რომ ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა. კუჭავასთან შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ ის განცხადება როდესაც წარადგინეს, ერთი ფრაზა იყო რომელსაც ყურადღება მივაქციე, მან პარლამენტის მუშაობის ეფექტზე ილაპარაკა, მანდ თითქოს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი იქნება ოპოზიციასთან თანამშრომლობა, ვინაიდან ოპოზიციის გარეშე სრულფასოვანი პარლამენტი არ იქნებაო. 

ეს ფრაზა, რომ ოპოზიციას ამხელა მნიშვნელობა აქვს პარლამენტის როგორც ინსტიტუტის სახისთვის, ეს ადრე არც კობახიძისგან მომისმენია, შეიძლება ეს შემთხვევითი ფრაზა იყო, მაგრამ თუ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა ლიბერალი ლიბერალით შეეცვალა, არ მგონია „ოცნების“ რიგებში პაპუაშვილზე უფრო მეტად ლიბერალი არ მოიძებნებოდა. 

ყოველ შემთხვევაში ყველა ამ მკითხაობას და ეჭვებს ნისლი ჩამოსცილდება და გაიფანტება 11-12 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესის შემდეგ. კულუარული ხმები დადის, რომ თითქოს კახა კუჭავამ უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი. კუჭავას გაპრემიერება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი“, - აცხადებს პაპუაშვილი. 

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მმართველმა გუნდმა თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი წარადგინა. 

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა, ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე

👉 „პოლიტიკურად მატყუარა ხართ“ - სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს

👉 თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილს: მეტ სითამამეს გირჩევთ ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაწილში, რასაც კახა კუჭავა ავლენდა