მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც ისე დამამშვიდებლად არის საქმე რუსეთისთვის“ - ირაკლი ერაძე რუსეთის დეფოლტზე

ფინანსისტი ირაკლი ერაძე Pia.ge

„არც ისე დამამშვიდებლად არის საქმე რუსეთისთვის. ეს  ნიშნავს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ვალის დეფოლტს, არამედ, მთლიანად, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალების დეფოლტს, რომელიც 40 მილიარდის ფარგლებშია“, - ასე აფასებს  რუსეთის დეფოლტს PIA.GE-თან  ფინანსისტი ირაკლი ერაძე. 

მისი თქმით, რუსეთს აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო მევალეებისთვის ვალის გადახდა.

„ეს ძირითადად არის ტექნიკური დეფოლტი. რუსეთი იმიტომ  აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, რომ აკრძალული აქვს უცხოური ვალუტის მოძრაობა იმ ბანკების მეშვეობით, რომელი ბანკების გავლითაც ვალი უნდა გადახდილიყო. თუ სწორად მახსოვს, ამერიკულ სანქციებში იყო დაშვება, რომ საერთაშორისო ვალის მომსახურებაზე გამონაკლისის სახით უშვებდნენ, რომ რუსეთს უცხოური ვალუტა გაეტარებინა. ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ მოქმედებს, იძულებითი ღონისძიება იყო და შესაბამისად ამის გამო ვერ მოემსახურა.

არც ისე დამამშვიდებლად არის საქმე რუსეთისთვის. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ამ კონკრეტული ვალის დეფოლტს, არამედ, მთლიანად, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალების დეფოლტს, რომელიც, თუ სწორად მახსოვს 40 მილიარდის ფარგლებშია. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად მოუწევს ამ თანხის გადახდა რუსეთს საერთაშორისო მოვალეების მიმართ.

დამატებით უარყოფითი გავლენა, რუსეთზე ამას შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებითაც. გამომდინარე იქიდან, რომ  ოფიციალურად დეფოლტში მყოფი ქვეყნის სუვერენული რისკი იმ დონემდეა გაზრდილი, რომ საერთაშორისო ვაჭრობაზეც აისახება. მისი პარტნიორები ვაჭრობის შემთხვევაში მეტად აფასებენ ქვეყნის რისკს, შესაბამისად ან უფრო მეტად ფასდაკლებით ითხოვენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც რუსეთისგან ყიდულობენ. ან კიდე საერთოდ უარს ამბობენ. ეს ორი ძირითადი მომენტია, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს დამატებით რუსეთზე“,  - ამბობს ფინანსისტი.

ერაძის თქმით, რუსეთის დეფოლტს დიდი ალბათობით საქართველოზე გავლენა არ ექნება.

„რაც შეეხება საქართველოს, საქართველოსთან მიმართებაში არა მგონია საერთოდ რაიმე გავლენა ჰქონდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმ 40 მილიარდში, რომელიც ვახსენეთ, საქართველოს რაიმე წილია. ამ შემთხვევაში კონკრეტული გართულება დროის ამბავში შეიძლება მოჰყვეს.“- ფინანსისტი ირაკლი ერაძე

ინფორმაციისთვის, პირველად 1918 წლის შემდეგ, რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. დეფოლტი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. მათ დასავლელ კრედიტორებს რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების გზები გადაუკეტეს.

27 მაისს პროცენტების გადახდის ვადა ამოიწურა, ხოლო საშეღავათო პერიოდი კიდე ერთ თვეს გრძელდება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 27 ივნისამდე 100 მლნ აშშ დოლარი არ გადაიხადა, ოფიციალური დეფოლტი გამოცხადდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ტექნოკრატია - რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?

👉 ომის დასრულების სავარაუდო სცენარი? - რა მნიშვნელობა აქვს სევეროდონეცკის აღებას რუსეთისთვის

👉 „რუსეთის დეფოლტის შესახებ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - პესკოვი