მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაიწყება პროცესები უკრაინიდან ჯარების გასაყვანად, მაგრამ საქართველოსკენ არავინ გამოიხედავს - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„რუსეთს არაფერში არ სჭირდება საქართველოსთან ომი, იმიტომ რომ სხვა მილიონი პრობლემები აქვს. ომის დაწყების საფუძველი არ არსებობს, მას, თუ ომის დაწყება უნდა, საბაბს იპოვის“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

კონფლიქტოლოგის თქმით,  დღეს საქართველო უკრაინის გვერდში უნდა იდგეს, რადგან საქართველო არის ერთადერთი გამონაკლისი სახელმწიფო უკრაინასთან ერთად, რომელიც არის ოკუპირებული და სწორედ დაზარალებულია დღევანდელი რუსეთის იმპერიალიზმისგან.

პაატა ზაქარეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ისინი ყველაზე მეტს აკეთებენ  უკრაინისთვის, სამარცხვინოს უწოდებს. 

ამასთან, კონფლიქტოლოგი  შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ომის წლისთავზე ის უკრაინაში არ იმყოფება. 

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით განაგრძობს სიცრუეში მოსახლეობის ყოლას. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტს აკეთებენ უკრაინისთვის. პირდაპირ ეთერში მოიტყუა იმიტომ, რომ დღეს პაპუაშვილი უნდა ყოფილიყო კიევში და იქიდან უნდა ელაპარაკა.

გველაპარაკება საქართველოდან ყველაფერს ვაკეთებთო. როგორ აკეთებს ყველაფერს, როცა წლისთავზე იქ არ ხარ, როცა მთელი მსოფლიო ჩადის, ბაიდენი ჩავიდა მოულოდნელად, ყველა ცდილობს მხარში ამოუდგეს უკრაინას და ის ასეთ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს. აშკარად ჩანს, ის ამ განცხადებას აკეთებს თავის ამომრჩევლისთვის, მიამიტი ხალხისათვის, ვისაც უნდა გაუმყაროს არგუმენტები, თუ რატომ არ დგანან უკრაინის გვერდში. ეს არის, რა თქმა უნდა, ფარისევლობა და ყოვლად გაუგონარი მოვლენა. 

დასავლეთმა ძალიან კარგად იცის რა ხდება საქართველოში. ეს მესიჯია რუსეთისთვის, ხომ ხედავთ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს პირობას და არ ვართ უკრაინის გვერდით.

დღესაა სწორედ დრო, უკრაინის გვერდში ვიყოთ, არა იმიტომ, რომ უკრაინას დავეხმაროთ ეს თავისთავად იგულისხმება, არამედ ჩვენ სახელმწიფოს დავეხმაროთ. საქართველო არის ერთადერთი გამონაკლისი სახელმწიფო უკრაინასთან ერთად, რომელიც არის ოკუპირებული და სწორედ დაზარალებულია დღევანდელი რუსეთის იმპერიალიზმისგან.

ჩვენ აი, ამ პუტინის დროინდელმა რუსეთმა დაგვაზარალა უკრაინასთან ერთად და სამარცხვინოა, როდესაც ვამბობთ, ჩვენ ეს ომი არ გვეხება, ჩვენ სწორედ რომ გვეხება და უკრაინის დახმარება ნიშნავს საქართველოს დახმარებას. საქართველო ამ დროს გავიდა გვერდზე. ხელისუფლებას სურს საქართველო დატოვოს რუსეთის ორბიტაზე“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როდესაც დაიწყება პროცესები უკრაინიდან ჯარების გასაყვანად, საქართველოსკენ არავინ გამოიხედავს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს. 

მისი თქმით, რუსეთი მარცხდება და და ადრე თუ გვიან უკან დახევა მოუწევს. 

ამასთან, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება საქართველოსთან ომი.

„აშკარად ჩანს, რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. რეალურად რუსეთი წინ ვერ მიდის, მარცხდება. ადრე თუ გვიან რუსებს მოუწევთ უკან გადადგმა ნაბიჯისა, მსოფლიოში არავინ არ აპირებს რუსეთს დაუთმოს უკრაინაში გარკვეული პოზიციები. მაშინ როდესაც დადგება მშვიდობის პერიოდი და რუსული და უკრაინული მხარეები მოაწერენ ხელს ცეცხლის შეწყვეტაზე, დაიწყება პროცესები უკრაინიდან ჯარების გასაყვანად და აქ საქართველო აგებს, საქართველოზე ლაპარაკი არ იქნება იმიტომ, რომ საქართველო დღეს არ ლაპარაკობს.

მსოფლიოს იმდენად მობეზრებული ექნება ეს ომი, რომ საქართველოსკენ არავინ გამოიხედავს, რატომ? ქართული მთავრობა არ ლაპარაკობს ამაზე. ჩვენ არ მოგვცეს ევროკავშირის სტატუსი, ჩვენ დაგვტოვეს გვერდზე, რატომ? ჩვენ არ შევასრულეთ პირობები, რომელსაც ასრულებდა მოლდოვა და კიევი. ყველაფერი  გავაკეთეთ, სტატუსი არ მოეცათ. რუსეთს, თუ ომის დაწყება უნდა საბაბს იპოვის. რუსეთს არაფერში არ სჭირდება საქართველოსთან ომი იმიტომ, რომ სხვა მილიონი პრობლემები აქვს. ომის დაწყების საფუძველი არ არსებობს“, - დასძენს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მზად არის პირველივე შემოყვირებაზე დანებდეს რუსეთს - გია ხუხაშვილი

👉 მიშას და ბიძინას დაპირისპირებამ გადაიყოლა ეს ქვეყანა, ბიძინა და მიშაა ეს ქვეყანა?! - გია ხუხაშვილი

👉 შეიძლება დადგეს პრეზიდენტის სიკვდილი, მართლა სანამ კუბოში არ ჩაწვება, მანამდე იძახებენ, რომ სიმულანტი არისო, ხომ?! - გიორგი ჩალაძე

👉 ამ იდიოტებს ჰგონიათ, საზოგადოებას დააჯერებენ, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში „ვივამედში“ რომ დაესრულებინა სიცოცხლე - ეკა ხერხეულიძე

👉 ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი - გია ხუხაშვილი