მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

პოლკოვნიკი

„ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება და კიდევ უფრო ბევრი დაავადდება“, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ ტელეკომპანიის „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ზამთარში რუსეთს დიდი ზიანი მიადგება და ისინი გარკვეული ტერიტორიებიდან გავლენ. 

მისი თქმით, ეს ომი გამოფიტვაზეა და ეს ზამთარი რუსეთს გამოფიტავს. 

„არის ფრონტის 2 მიმართულება, ორი სხვადასხვა კლიმატური პირობებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა. სამხრეთ უკრაინაში აშკარად ვნახეთ, რომ რუსები გადმოვიდნენ დნეპროს მარცხენა სანაპიროზე და დაიწყეს სანგრებში ჩასხდომა, ასევე, ჩვენ ვხედავთ თავდაცვით სანგრებს რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსები ცდილობენ ეშელონიანი თავდაცვა შექმნან. რუსებს არ ჰყავთ მომზადებული პირადი შემადგენლობა.

კლიმატი თანაბრად მოქმედებს, როგორც რუსებზე, ასევე, უკრაინელებზე. სანგრებში ასეთ პირობებში დიდხანს გაჩერება გამოიწვევს მძიმე დაავადებებს. დროის გაწელვით ვფიქრობ, რუსეთი კიდევ უფრო მეტად დაკარგავს იმ რესურსს, რაც მათ ისედაც ცოტა და არასაკმარისი ჰყავთ, ეს არის მომზადებული ქვეითი პირადი შემადგენლობა. 

უკრაინელები იღებენ გაცილებით კარგი სახის ეკიპირებას და ისინი იმყოფებიან საკუთარ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის ასე გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება, კიდევ უფრო ბევრი დაავადდება და კიდევ უფრო ბევრი გამოვა წყობიდან. ის, რომ ზამთარი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, არ მეჩვენება სერიოზულად.

ამ ზამთარში რუსეთს მიადგება დიდი ზიანი. უახლოეს მომავალში, გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც არ იქნება მათთვის [რუსებისთვის] სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რუსები თავისი ნებით, უბრძოლველად დატოვებენ ამ ტერიტორიებს. ეს ომი არის გამოფიტვაზე, ეს ზამთარი რუსეთს გამოფიტავს და გაცილებით მეტი სირთულე შეექმნებათ რუს ჯარისკაცებს“, - აცხადებს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის განცხადებით, დიდი ბრძოლები გაიმართება ნოვაია-კახოვკას მიმართულებით.

მისი თქმით, ზამთარს ორივე მხარეზე ექნება ნეგატიური ეფექტი, მაგრამ ძალიან დიდი ნეგატიური ეფექტი ექნება რუსეთის ცოცხალ ძალაზე.

„ყველა დიდი საკვანძო მიმართულება დღეს რუსეთისთვის არის ნოვაია-კახოვკა. რუსების სანგრებს, რასაც იქ ვხედავთ, ეს არ არის ის სანგრები, რომლებიც უკრაინის შეტევას შეაკავებს, რეალურად უკრაინის შეტევას აკავებს  მდინარე დნიპრო. დიდი ბრძოლები გაიმართება ნოვაია-კახოვკას მიმართულებით, ეს არის სამხრეთის გასაღები. თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვაია-კახოვკას დაიკავებენ, ფაქტობრივად, მათ ყირიმისკენ არანაირი დაბრკოლება აღარ ხვდებათ. 

დასავლეთის სამხედრო დახმარება პოლიტიკური ნების საკითხი აღარ არის, ეს უკვე ტექნიკური ამოცანების და დავალებების საკითხი გახდა. შეტევაზე გადასასვლელად უკრაინულ ძალებს სჭირდება გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა, ვიდრე აქვს. რაც მეტი შეიარაღება, საბრძოლო მასალა და ტექნიკა ეყოლება უკრაინას, მით უფრო ეფექტური იქნება შემაგრებული ძალები მოკლე დროში. ამ ზამთარში რუსები რამდენიმე მიმართულებას დათმობენ.

არანაირი სტრატეგიული მიმართულება ბახმუტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებული რუსეთში მიმდინარე შიდა მოვლენებთან. ბახმუტი შედის „ვაგნერის ჯგუფის“ პასუხისმგებლობის ზონაში და მათი მფლობელი არის ბატონი პრიგოჟინი და ესენი ცდილობენ წარმოაჩინონ თავი რუსეთში „თეთრ ყვავებად“. ზამთარს ორივე მხარეზე ექნება ნეგატიური ეფექტი, მაგრამ ძალიან დიდი ნეგატიური ეფექტი ექნება რუსეთის ცოცხალ ძალაზე, რომელსაც რუსეთი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. ბელორუსიის ჯარისკაცებმა კი საერთოდ არ იციან ბრძოლა“, - დასძენს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

👉 ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ ტერორისტებთან“ - ოლექსი დანილოვი