მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაუგებარია, რას ერჩოდნენ საქართველოს, ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება გადაიხედოს ევროკომისიის მიერ აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ის, რაც {ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების დოკუმენტში} პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას, რაც შემდეგ უნდა შეასრულონ.

„ევროპელმა დიდმა პოლიტიკოსებმა მოლდოვას მისცეს კანდიდატობა და საქართველოს არა. ვინაიდან მოლდოვაში რუსეთის მხარდამჭერთა რიცხვი დიდია, შესაძლოა, სწორედ, ამ ხალხის მათკენ მოტრიალების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს რას ერჩოდნენ, სრულიად გაუგებარია. ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას, რაც შემდეგ უნდა შეასრულონ. თუ მათთვის შეიძლებოდა მერე შესრულება, საქართველოსთვის რატომ არ შეიძლებოდა, სრულიად გაუგებარია. ისმის, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო, სტრატეგიული შეცდომა იყოო და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გადაიხედოს აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ ბიუროკრატიული ინერციის გამო, დიდი ალბათობით, მაინც იგივე დარჩება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 ბიძინა ივანიშვილმა თაღლითური სქემის გამო 607 მლნ აშშ დოლარი დაკარგა - Bloomberg

🔴 თურქეთმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია

🔴 ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი, რომელიც ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა - ვიდეო

🔴 დასავლეთი არ არის კმაყოფილი სსრკ-ს როლით მეორე მსოფლიო ომში - მარია ზახაროვა

🔴 გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა საქართველოში აბორტი აკრძალული?