მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუდმივად ვართ იწილო-ბიწილოში, კატათაგვობანას თამაშშია მთელი პოლიტიკური კლასი ჩართული - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„კატათაგვობანას თამაშშია თითქოს მთელი პოლიტიკური კლასი საქართველოსი ჩართული და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი გვაქვს აშკარად სახეზე, არანაირი შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ტარდება, არცერთი მხარის მიერ“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

გია ხუხაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეკომენდაციები უნდა შეასრულონ.

მისი თქმით, ვიღაცის ვიზიტებით საქართველოს ბედი არ წყდება, საჭიროა მოქმედება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მიზნისკენ.

„ოლივერ ვარჰეიმ  გააკეთა საკმაოდ კეთილგანწყობილი განცხადებები. მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, კონსენსუსის ძიების გზებზე, პირობების შესრულებაზე, რაც აიღო ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წინაშე, მისკენ მიმავალ გზაზე და ამას მოჰყვა შემდეგ შეფასებები. ჩვეულ სტილში ამ განცხადებებში ხელისუფლებამ დაინახა საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, ოპოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა, ქოციც კი ეძახეს ევროკომისარს, ეს თამაში გრძელდება საქართველოში სამწუხაროდ.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ამ განცხადებებით, ვიზიტებით, რიტორიკით არ წყდება საქართველოს ბედი. გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული დათქმები და პირობები იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, საითაც თითქოს ვერბალურად მივისწრაფვით. თუ ეს პირობები არ იქნა შესრულებული, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს და რა განცხადებებიც არ უნდა კეთდებოდეს, ილუზიაა საერთოდ რაიმე შედეგზე ლაპარაკი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ კატათაგვობანას თამაშშია მთელი პოლიტიკური კლასი.

ხუხაშვილის თქმით, არანაირი შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ტარდება, არცერთი მხარის მიერ.

„ჩვენი პოლიტიკური ელიტა ძირითადად ორიენტირებულია გარეგნულ ფასადურ პოლიტიკაზე. ძალიან სენსიტიურად აღიქმება ვიღაც პიროვნებების განცხადებები, რომლებიც თვითონ არ იღებენ არანაირ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მუდმივად ვართ იწილო-ბიწილოში, ერთი გამოაცხადებს გამარჯვებას, მეორე გაბრაზდება. საბოლოო ჯამში ორივე დამარცხებული გამოდის. ასეთი ქმედებით სახელმწიფოებრივი ინტერესი ზიანდება და წინ ვერ ვდგამთ ვერანაირ ნაბიჯებს.

ხელისუფლება არ აპირებს არაფრის გაკეთებას და ეს ვიცით, ისინი ცდილობენ ყველაფერი დაჰბრალდეს ოპოზიციას. კატათაგვობანას თამაშშია თითქოს მთელი პოლიტიკური კლასი საქართველოსი ჩართული და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი გვაქვს აშკარად სახეზე. არანაირი შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა არ ტარდება, არცერთი მხარის მიერ. უნდა ვიფიქროთ საქმეზე და გადავდგათ კონკრეტული შედეგები, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, შედეგი მაინც იქნება სამწუხაროდ, სავალალო ქვეყნისთვის“, - დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აღმაშფოთებელია კრიტიკა აშშ-ის ელჩის მისამართით, ეს ძირს უთხრის პარტნიორობას - კარენ დონფრიდი

✔️ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას - ბობ მენენდესი

✔️ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა“ - ჯინ შაჰინი

✔️ „კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე