მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებამ“ დაგვიდგა კიდევ ერთი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით, რომელსაც იძულებულნი ვართ ვუყუროთ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში

„ქართულმა ოცნებამ“ დაგვიდგა კიდევ ერთი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით, რომელსაც იძულებულნი ვართ ვუყუროთ“, - ამ სიტყვები ეხმაურება „პალიტრანიუსის“ ეთერში ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ხალხის ძალის“ გაფართოებას.

გია ხუხაშვილის განცხადებით, „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ფორმალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მისი თქმით, „ხალხის ძალაში“ გაერთიანებული ხალხი ბიძინა ივანიშვილს სავაჭროდ სჭირდება. 

„ეს არ არის პარტიიდან გასვლის პროცესი, ეს არის შიდა პარტიული ტაქტიკური თამაშები, ელექტორალური სპეციფიკის გათვალისწინებით. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოვეს ანტიდასავლური პროპაგანდა, შესაბამისად, რაღაც რაოდენობას ადამიანებს აურიეს ტვინი, დაარწმუნეს დასავლეთი და ამერიკა არის ჩვენი მტრები. მოსახლეობის 10-15% არის განწყობილი ევროსკეპტიკურად. 

„ოცნებას“ არ აქვს არანაირი მწყობრი იდეოლოგია. ისინი არ არიან არც პროდასავლელები, არც პრორუსები, არც მემარჯვენე და მემარცხენეები. საერთოდ არანაირი მწყობრი ფასეულობათა სისტემა არ აქვთ. ეს არის ეკლექტური ადამიანების დაჯგუფება, რომელთაც ერთადერთი ინტერესი აქვთ - ძალაუფლების შენარჩუნება. „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით ეს სეგმენტი სჭირდება.

„ოცნება“ და „ხალხის ძალა“  ფორმალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სინამდვილეში, ისინი ერთნაირად აზროვნებენ, ერთნაირად ფიქრობენ, ამერიკა მამაძაღლია, დასავლეთს ომი უნდა. ვოლსკი გამოვარდა და თქვა, ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთო. შალვა რამიშვილს ვულოცავ, აქამდე ბიძინაზე მუშაობდა, ახალა ჯაფარიძეზე მუშაობს, ნამდვილად ძალიან დიდი დაწინაურებაა, ხომ მაგარი ბიჭი იყო! იმუშაოს ახლა ჯაფარიძეზე.

მტვერსასრუტივით არიან, ნებისმიერ  ნაგავს ისრუტავენ იმისათვის, რომ  ხელისუფლებაში დარჩნენ. ეს ხალხი ბიძინას სავაჭროდ სჭირდება. აქედან, არცერთი არ არის ლიდერი. სოზარ სუბარი რომელი პოლიტიკური ლიდერია?! „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიდგა კიდევ ერთი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით, რომელსაც იძულებულნი ვართ ვუყუროთ. აი, ამ პროვინციულ სპექტაკლს გვაყურებინებენ უხარისხო შესრულებით. პარტიის ერთი ნაწილი მიხო, ერთი ნაწილი კი მარო“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ მეგობარი ქვეყნები, „ოცნება“ ცეცხლს ბენზინს და ნავთს უმატებს - ალეკო ელისაშვილი

👉 „ხაბე, გეტყვი ძმაო! იმ 17 კაცში 15 უარს ამბობს შენს არჩევაზე და ის 2 თავს იკავებს, რატომ? არ ვიცი, გაარკვიე“ - ირაკლი ზარქუა

👉 [გამოკითხვა] რას ფიქრობთ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“?

👉 ოთხეულს დაემატა და გახდა ცხრა... როგორც ქუჩურად იტყვიან, ხალხი გააფუჭეს - რომან გოცირიძე

👉 ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს