მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებას“ სჭირდება, მოსპოს და გაანადგუროს სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ, უნდათ ფეოდალური მმართველობა შექმნან - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„ოცნებას“ სჭირდება, მოსპოს და გაანადგუროს ყოველგვარი სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ, უნდათ ფეოდალური მმართველობა შექმნან“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა. 

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს სწირავს.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ ფეოდალური მმართველობა შექმნან! პატრიოტიზმი, კონსტიტუცია მათთვის სასაცილოა.

„ქართულ ოცნება“ მართლაც შედის ავტორიტარიზმში, სხვა რა დარჩენია მას, არაფერი. როდესაც, მმართველ ძალას და რეჟიმს აქვს რესურსები ფსევდოდემოკრატიით მართოს სისტემა, ურჩევნია ყურადღება მოადუნოს, ვითომ დემოკრატიით მიაღწიოს წარმატებას.

ვინაიდან, დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, ამიტომ ეპოტინება წარსულს. მას სჭირდება რაღაც შესთავაზოს საზოგადოებას, არა დღევანდელი დღისა. მას ამომრჩეველთან მუშაობა სჭირდება. არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ შეუძლიათ პროდასავლური ღირებულების განადგურებით.

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ მოსპოს და გაანადგუროს ყოველგვარი სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ. მთავარი ამოცანაა მტრის ხატის შექმნა დასავლეთის სახით. ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. 

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს სწირავს, „ფეხებზე ჰკიდიათ“ ქვეყანა. ცნება ქვეყანა არ არსებობს, სახელმწიფოს არ ახსენებენ. სახელმწიფოს ნაცვლად ახსენებენ იმპერიულ ტერმინს - სამშობლოს. მუდმივად ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვაკარგინონ მთავარი სანუკვარი ამოცანა, სახელმწიფოებრიობა. მათ უნდათ ფეოდალური მმართველობა შექმნან! პატრიოტიზმი, კონსტიტუცია მათთვის სასაცილოა.

კონსტიტუციაში უწერიათ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და რას აკეთებენ?! ეწინააღმდეგებიან. ჩვენი და დასავლეთის შეცდომაა, რომ ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც ვითომდა სახელმწიფოზე მზრუნველებად. პარლამენტი პარლამენტი არ არის, პროკურატურა პროკურატურა არ არის. ივანიშვილი ადრე იყო დემოკრატიის მხარეს. დღეს დროა რუსეთის დამარცხების, ყველა უნდა გადავიდეთ სინათლის მხარეს“, - აცხადებს  პაატა ზაქარეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔹 „ოცნებამ“ დაინახა, რომ ქვეყანას სტატუსის მიღების შანსი აქვს და სპეციალურად იღებენ ამ კანონს, ცდილობენ ეს პროცესი ააფეთქონ“ - გახარია

🔹 „ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ“ - კონდოლიზა რაისი

🔹 პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით გათავისუფლება - Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე

🔹 შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ჩემი იმედი უნდა გქონდეს - იოსელიანი ნიკა გვარამიას

🔹 ეს კანონი არის მავნებლობა და არ მგონია, საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს - რაქვიაშვილი „ხალხის ძალის“ კანონზე