მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ წავა, ირანის მთავარი მოკავშირე კარგავს პოზიციებს უკრაინაში და კავკასიაში - ზურაბ ბატიაშვილი

ანალიტიკოსი

„რონდელის ფონდის მკვლევარმა“ ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრას“ ეთერში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ ისაუბრა. ბატიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ახლა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ წავა. 

მისი თქმით, რუსეთში უკრაინის ომის გამო უკუსვლა დაწყებულია და რუსეთს აღარ აქვს ძალა მეორე ფრონტი გახსნას.

ზურაბ ბატიაშვილი, ასევე, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მკვდრადშობილს უწოდებს და ამბობს, რომ მას ძალა არ აქვს. 

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია თავიდანვე მკვდრადშობილი იყო. რუსეთის მცდელობა, შეექმნა ნატოს საპირწონე ორგანიზაცია, თავიდანვე განწირული იყო, იმიტომ რომ ნატოში ერთიანობით მიიღება გადაწყვეტილება. როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი პატივს სცემს ტაჯიკეთის რაიმე მოსაზრებას? ეს თავიდანვე განწირული იყო და ყველაზე კარგად ეს აჩვენა ყარაბაღის მეორე ომმა და ამ შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებამ, რომ ეს ორგანიზაცია არ არსებობს და მარტო ქაღალდზეა. 

აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ წავა რუსეთი, რადგან მას აღარ აქვს უკრაინაში ომის წარმოების გამო ის ძალა, ახლა მეორე ფრონტი გახსნას სადმე. ვერც ბელარუსი ჩაერევა ამაში, თავისი გასჭირვებია და ვერ ჩაერევა, ვერც თურქულენოვანი ყაზახეთი და ყირგიზეთი.

რუსეთის უკუსვლა დაწყებულია. რუსეთს მომავალი არ აქვს. ის ამ ფორმით  ვეღარ გააგრძელებს არსებობას, ამიტომ ყველა ნელ-ნელა ცდილობს ორიენტაციას შეცვლას. სომხეთში აქტიურად მიმდინარეობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან მოლაპარაკებები. ყაზახეთი ძალიან დისტანცირდება რუსეთისგან და ვხედავთ მის დაახლოებას თურქეთთან. პოლიტიკას არ უყვარს სიცარიელე, ყველა გრძნობს სიცარიელის ტენდენციას, რომელიც გამოიწვია რუსეთის დასუსტებამ. 

ყარაბაღსა და სომხეთს შორის დამაკავშირებელი გზა ახლა აზერბაიჯანის ხელშია. ეს, რა თქმა უნდა, მანიშნებელია იმისა, რომ რეგიონში რუსეთის ძალა მცირდება“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი. 

„რონდელის ფონდის მკვლევარმა“  გადაცემაში, ირან-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაძაბულობაზეც ისაუბრა.

ბატიაშვილის თქმით, ირანის მთავარი მოკავშირე რუსეთი კარგავს პოზიციებს უკრაინაში და კავკასიაში. 

„ირანის და აზერბაიჯანი ურთიერთობა უკვე მეორედ დაიძაბა. თეირანში მიიჩნევენ, რომ შეიძლება ძალის გამოყენებით ბაქომ  სცადოს საზღვრების შეცვლა, გაჭრას კორიდორი ნახიჩევანის მიმართულებით და ამით ფიქრობს, რომ მას ჩაეკეტება სახმელეთო კავშირი, როგორც სომხეთთან ისე საქართველოსთან და საქართველოს გავლით შავი ზღვა ევროპისკენ და სახმელეთო გზა რუსეთისკენ, რომელიც მისი მთავარი პარტნიორია. როდესაც ამ საერთაშორისო იზოლაციაში ისედაც იმყოფება, მისთვის კიდევ ერთი გზის ჩაკეტვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მან წვრთნებიც დაიწყო აზერბაიჯანის საზღვართან და განაცხადა, რომ არ დაუშვებს საზღვრების შეცვლას  ძალისმიერი მეთოდებით. მან გააკეთა აქცენტი, რომ ის არის სომხეთის მხარეს და დაიცავს მას.

ირანის მთავარი მოკავშირე რუსეთი კარგავს პოზიციებს უკრაინაში და კავკასიაში. ირანსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკება თუ დაიწყება, ირანი მარტო დარჩება. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, სიტყვიერად ეს მიღწეულია, იურიდიულად არის გასაფორმებელი“, - აღნიშნავს „რონდელის“ ფონდის მკვლევარი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენად რეალურია ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყება? - აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის განმარტება

👉 სომხეთში ფიქრობენ, შეუძლიათ შეინარჩუნონ პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, თუ აზერბაიჯანი ანალოგიურად მოიქცა იწყება კივილი მთელი მსოფლიოს გასაგონად - რასიმ მუსაბაოვი

👉 თურქეთმა გააფრთხილა რუსეთი, თუ სომხეთს დაეხმარებოდა, მაშინ აზერბაიჯანის მიწაზე თითო რუს ჯარისკაცს წინ დახვდებოდა ორი თურქი ჯარისკაცი და ოფიცერი - რასიმ მუსაბაოვი