მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს სჭირდება, რომ საქართველო ანტიდასავლური იყოს და ეს პროექტი უვარდება - პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და ამ კონტექსტში მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე ისაუბრა. 

„აშკარად ჩანს, რუსეთი გრძნობს, რომ ვერ აღწევს იმას, რაც უკრაინაში დაგეგმა. არის დიდი მცდარი მოსაზრება და მითი, რომ თუ უკრაინა იმარჯვებს, ავტომატურად იმარჯვებს საქართველო. ეს ასე არ არის, რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ ცალკე ოთახში ჰქონდეს მოთავსებული უკრაინა, ცალკე ოთახში კავკასია და საქართველო კავკასიის კონტექსტში მოიაზრება, ბუნებრივია, ამ ცალკე ოთახში ცალკე ოთახი ჰქონდეს საქართველო. 

უკრაინა რომც დაკარგოს რუსეთმა, ის განაგრძობს ბრძოლას საქართველოსთვის, ამიტომ ნუ ვიქნებით მოდუნებული და ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი მხოლოდ უკრაინაში წყდება. ბევრი რამე ნამდვილად წყდება უკრაინაში, მაგრამ თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ და კარგია რომ ხელი გავანძრიეთ. 

ამიტომ, რუსეთი დღეს შეშფოთებულია. აშკარად ჩანს, რომ  დასავლური ღირებულების ინსტიტუტების მოსპობის გეგმა ჩაუვარდა. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოში პოპულარული არ არის. წარმოუდგენელია რუსეთის დროშების ფრიალი. რუსეთს სჭირდება, რომ საქართველო ანტიდასავლური იყოს და ეს პროექტი უვარდება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ზაქარეიშვილის თქმით, საზოგადოებამ ახალი თაობის დაბადება იხილა. 

ამასთან, ზაქარეიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი ძალის ნდობა არ შეიძლება.

„ჩვენ ვიხილეთ ახალი თაობის დაბადება. უდიდესი მადლობა ახალ თაობას. ეს იყო უბრწყინვალესი გამარჯვება.  უცებ სულ სხვა საქართველო ამოიზარდა მათ თვალწინ, ისინი მზად არ იყვნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან შეტოპეს, ეს არის ნებისმიერი ავტოკრატიული მმართველობის პრობლემა. 

მადლობა ახალგაზრდებს, სიტყვები არ მყოფის ეს აღტაცება რომ გამოვხატო, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ, ამის იმედი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, რომ გაწელავს დროს, გადააგორებს, წარმატების განცდას შეგვიქმნის და ამ დროს სხვა ფორმით გარეწრული ნაბიჯების გადადგმას მოახერხებს.

„ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება არანაირად და ამიტომ საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და შემდეგაც, რა თქმა უნდა. იმედია, ეს არჩევნებამდე მოხდება და შემდეგ არჩევნებში უნდა იყოს ძალიან სერიოზული წარმატება“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. 

ცნობისთვის, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.

პარლამენტთან  19:00 საათზე აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგია, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო - ბორელი ე.წ. აგენტების კანონზე

👉 გიორგი ვაშაძე „ოცნების“ საქმეს ემსახურება - ნათია მეზვრიშვილი

👉 „აგენტების შესახებ კანონს“ მეორე მოსმენაზე ჩავაგდებთ“ - მამუკა მდინარაძე

👉 კრემლი საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია - პესკოვი

👉 მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად - ელენე ხოშტარია