მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ისინი უფრო გახისტდნენ, ვიდრე ამას „ოცნება“ აკეთებს, მაშინ მარტივად გადაინაცვლებენ „ალტ ინფოს“ ველში - იაგო კაჭკაჭიშვილი ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილზე

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მმართველი გუნდიდან მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათ წასვლას პარტიიდან სამი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. 

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა წარმოუდგენელია როგორ უნდა დაიკავონ ხისტი პოზიცია იმაზე მეტად, ვიდრე ახლა „ქართული ოცნება“ იკავებს. 

კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ისინი „ოცნებიდან“ წამოვიდნენ იმიტომ, რომ ლოიალური შეხედულებები გააჟღერონ ევროკავშირის მიმართ და ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეები იყვნენ, ამას პრაქტიკულად არავინ იჯერებს.

„სამი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს „დემარშს“, პირველი - ეს ადამიანი უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“ და ევროკავშირის მიმართ ლოიალურ პოზიციას იკავებენ. მეორე - ისინი „ქართული ოცნების“ ნარატივში რჩებიან, მესამე - კიდევ უფრო ხისტ პოზიციას იკავებენ ვიდრე „ქართული ოცნება“, ვიდრე ხელისუფლება ევროკავშირის მიმართ. 

სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო ხისტი პოზიციის დაკავება არც კი ვიცი რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია უფრო ხისტი პოზიცია როგორ უნდა დაიკავონ, ვიდრე ეს აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად ირაკლი კობახიძეს ან თორნიკე რიჟვაძეს. 

მათი განცხადებები უცენზურო არ არის, მაგრამ შინაარსით არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი არა ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ, არამედ ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ. ამ სამ ვარიანტს რომ შევხედოთ, ისინი „ოცნებიდან“ წამოვიდნენ იმიტომ რომ ლოიალური შეხედულებები გააჟღერონ  ევროკავშირის მიმართ და ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეები იყვნენ, ამას პრაქტიკულად არავინ იჯერებს. ეს უნდა გამოვრიცხოთ. 

თუ ისინი უფრო გახისტდნენ, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაშინ ისინი მარტივად გადაინაცვლებენ „ალტ ინფოს“ ველში, ეს იქნება „ალტ ინფოს“ საპარლამენტო ვერსია, ამიტომ „ალტ ინფოს“ ველში გადანაცვლება ეს არის მათი გამარგინალება.

თუ იგივე ნარატივს განავითარებენ, რასაც „ქართული ოცნება“ ახლა აკეთებს, მაშინ ეს გასვლა აბსოლუტურად ფორმალური და კვაზი, ფსევდოდისტანცირება იქნება. ამიტომ, არ მგონია, რომ რამენაირად ეს „დემარში“ ეფექტიანი იყოს თავისი შედეგების თვალსაზრისით. 

უარეს შემთხვევაში მათ გამარგინალება ელით, ხოლო უკეთეს შემთხვევაში მათ ელით „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ წევრებად დარჩენა, ოღონდ არ იქნებიან უმრავლესობის წევრები“, - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი. 

ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ყვავებს გამოეყვნენ ქორები“ - რომან გოცირიძე მმართველი გუნდიდან 3 წევრის წასვლაზე

✅ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

✅ სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

✅ „ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო“ - დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე

✅ „ეს არის სრული სისულელე“ - კალაძე სახალხო მოძრაობის შექმნაზე (ვიდეო)