მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“

პოლიტოლოგი გია ნოდია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ნოდია რადიო „პალიტრას“ ეთერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავს აფასებს და ამბობს „შესაძლოა, დადებითიც ითქვას, თუმცა უფრო მეტი ნეგატიური იყო“. 

ნოდიას შეფასებით, „ოცნების“ 10 წელზე ვერ იტყვის, რომ მაინცდამაინც „დაწყნარების, დამშვიდების 10 წელი იყო“. 

ექსპერტი ამბობს, რომ „ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს თითქოს ისეთი სურვილი ჰქონდა, რომ ყოფილიყო ისეთი საქართველო, სადაც არაფერი ხდება. 

ნოდია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ერთგვარად ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესაც ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ შევარდნაძე სწორედ სტაბილურობაზე მიმართული ლიდერი იყო. 

„შეიძლება დადებითიც ითქვას, მაგრამ მე მაინცდამაინც არ მახსენდება, რომ ეს იყო „რაღაც დაწყნარების 10 წელი“. ეს იყო ის, რითაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რაღაც დაუდგრომელი ძალა, რომლის დროსაც სულ რაღაცა ხდებოდა. ვიღაცისთვის კარგი, ვიღაცისთვის ცუდი, მაგრამ რაღაც მაინც ხდებოდა. 

ბიძინა ივანიშვილს თითქოს ისეთი სურვილი ჰქონდა, რომ ყოფილიყო ისეთი საქართველო, სადაც არაფერი ხდება. ოპოზიციაც აღარ უნდა ყოფილიყო და რადარებიდან უნდა გამქრალიყო. ეს გეგმა მან ვერ შეასრულა და ოპოზიცია მაინც ჰყავს. ის ყოველთვის ახერხებს, რომ პოლიტიკურად რაღაც რომ ხდება, ის ჩააქროს. ხანდახან დათმობებით, ხანდახან იგნორირებით, მაგრამ მაინც ახერხებს. 

ის წარმოადგენს თავს როგორც სტაბილურობის გარანტს, რომ მოწინააღმდეგეები არიან ამრევები და ის უზრუნველყოფს სტაბილურობას. ამით ის ერთგვარად ჰგავს ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ რომ შევარდნაძე იყო სტაბილურობაზე და დაწყნარებაზე ორიენტირებული ლიდერი. 

ივანიშვილის სულისკვეთება არის პირიქით, „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“. ინერციულად გააგრძელა, ის რაც სააკაშვილმა დაიწყო ევროკავშირის მიმართ. ისინი იმ გზავნილით მოვიდნენ, რომ სააკაშვილი ნიშნავს ომს და მარტო თვითონ არიან მშვიდობა. 

რითაც მოვიდნენ 2012 წელს დღესაც იმავეს იმეორებენ. რა თქმა უნდა, რუსეთთან ომი არის ყველაზე მძიმე, შემაშინებელი ხედვა, მაგრამ შიდა არეულობაც არის ასევე შემაშინებელი, რომ „ჩვენ თუ არა იქნება არეულობა“. 

უამრავ ქვეყანას არ ჰქონია ომი რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებულ ხელისუფლებად მივიჩნიოთ. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ თვალთახედვით ეს არის მათი მთავარი მიღწევა, მაგრამ ამის მეტი სხვა მიღწევა, რომ არ აქვთ, ამიტომ ამას ამბობენ“, - აცხადებს გია ნოდია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 უკრაინელებმა კიდევ 370 ოკუპანტი გაანადგურეს - ჯამში რუსეთმა უკრაინაში 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

🔴 მობილიზება კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას - Politico

🔴 რუსეთს არ აქვს უნარი მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა - ბრიტანული დაზვერვა

🔴 სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანული მხარე