მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილი სოლიდური უპირატესობით დაამარცხა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დუისში ელდარ ბაღაკაშვილი

დუისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ ბაღაკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.

დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ 341 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 184 ხმა; 26-ე საარჩევნო უბანზე - „ქართული ოცნება“ - 338 ხმა, „ნაციონალური მოძრაობა“ - 240 ხმა.

ჯამში დუისში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 679 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 424 ხმა.