მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნების მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა 45% - ესაა საზოგადოების უპრეცედენტო ნდობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

„ქართული ოცნების“ სიის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე - Pia.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ის გვერდზე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ზედიზედ მე-8 გამარჯვება საზოგადოების უპრეცედენტო ნდობაზე მიანიშნებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა 45%. „ქართული ოცნების“ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და საზოგადოების უპრეცედენტო ნდობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.