🎥 სოსო გიოშვილი: რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი?
სოსო გიოშვილი ფერმერი
მამის კვალს გაჰყვა და
თავის საქმიანობად სოფლის
მეურნეობა ადრეულ
ასაკშივე აირჩია. ამბობს,
რომ მისთვის მოსაწყენი
არცერთი დღე არ არის,
რადგან ფერმერი ყოველდღე
სწავლობს რაღაც ახალსა და
საინტერესოს. სჯერა, რომ
მიზნის მიღწევა – უხვი და
ხარისხიანი მოსავლის
მიღება – მუდმივი სწავლისა
და განვითარებისკენ
სწრაფვის გარეშე
შეუძლებელია. ამიტომაც
ცდილობს, ფეხი აუწყოს
ცვლილებებს და თავის
საქმიანობაში დროულად
დანერგოს თანამედროვე
მიდგომები. სოსო დამწყებ
ფერმერებსაც იმავეს
ურჩევს, რადგან თავისი
გამოცდილებიდან უკვე
კარგად იცის, რომ ეს
პროცესი გარდაუვალია და
რაც უფრო ადრე დაიწყებ მას,
მით უფრო მალე მიაღწევ
დასახულ მიზანს.