მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

თიბისი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე. თიბისის მომხმარებლებს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება ყოველდღიურად შეუძლიათ. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

თიბისის ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც  შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები.

კომპანიის ცნობით, კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, თანხის გადარიცხვა (მათ შორის, ანგარიშის ნომრით, მობილურის ნომრით, პირადი ნომრით, IBAN სკანერით), ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია - ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს თიბისის ათასობით მომხმარებელი.

ციფრული ბანკის კამპანიის ფარგლებში თიბისიმ მეორე ვიდეორგოლი გადაიღო, რომელზედაც თიბისის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ და საწარმოო კომპანია „ენკენი ფილმსთან“ ერთად იმუშავა. ვიდეორგოლი იმაზე გვიყვება, თუ როგორი მარტივია ციფრული ბანკის გამოყენება, როგორ  შეგიძლია შენით შექმნა გარემო, რომელშიც ბედნიერი ხარ, ხელი მოჰკიდო საქმეს, რომელიც გახარებს; დაუღალავად იმუშაო შენი მიზნების მისაღწევად და ყოველთვის გააკეთო ის, რითაც იამაყებ.

ნახეთ ციფრული ბანკის კამპანიის მორიგი ვიდეო აქ.ახლა შენით

2019 წელს თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები დაუღალავად მუშაობენ.