მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისის სტარტაპის დღე“  საქართველოში პირველად გაიმართება

თეგეტა

„თბილისის სტარტაპის დღის“ მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“. 

2 ივლისს პირველად თბილისში სტარტაპის დღე აღინიშნება. სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილია სესიები აქტუალურ თემებზე. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ერთ დღეს 3 სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის:

  • ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ.
  • Founder Institute panel event - სადაც წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.
  • Fuckup Nights Tbilisi vol. 27 - რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები თავიანთი წარუმატებლობის ამბებს მოჰყვებიან.

პანდემიის შემდეგ სტარტაპებისთვის ყველაზე მასშტაბური შეხვედრის ორგანიზატორი „სტარტაპ ბიუროა“.

„სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში დინამიკურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, ეს წინსვლა რაკეტის სიჩქარისებური ტემპებით განხორციელდეს და, შესაბამისად, შევქმნათ მსოფლიო დონის ტექნოლოგიური ბიზნესები საქართველოდან. ღონისძიებას ყველაზე აქტიური სტარტაპ საზოგადოება დაესწრება, მათ შორის „დიჯითალ ნომადები“ და სტარტაპების შექმნითა და დასაქმებით დაინტერესებული პირები“, - გური ქოივა, „სტარტაპ ბიუროს“ თანადამფუძნებელი.

„თბილისის სტარტაპის დღე“ 2 ივლისს, 18:30 საათზე, თბილისში, დოდო აბაშიძის #10-ში, გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.