მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი
1642244951
COVID-19

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ინფიცირების ტალღა მხოლოდ კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ ბრალი არ არის. 

ზურაბ ჭიაბერაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და არსებული რეკომენდაციების მკაცრი აღსრულებისკენ მოუწოდებს. 

„ეს ტალღა, რაც გვაქვს, მხოლოდ „ომიკრონის“ ბრალი არ არის. საქართველო ჯერ კიდევ აუცრელი ქვეყნების კატეგორიაში გადის. ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დელტა შტამით, ამხელა ავარდნა, მაინც გვექნებოდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აუცრელი რჩება. თუ გავითვალისწინებთ დელტას სიმძლავრეს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დელტაც ვრცელდება პარალელურად, ის ძალიან სახიფათოა სიკვდილიანობის თვალსაზრისით. 

„ომიკრონი“ მსუბუქია მათთვის, ვინც  არა უბრალოდ ორჯერადად აცრილია, არამედ ბუსტერ დოზაც აქვს გაკეთებული. ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელი პირები არიან. წარმოდგენა, თითქოს „ომიკრონი“ მსუბუქია, გვიქმნის ისეთ სტერეოტიპს - მერე რა მოხდა... ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საწოლების დეფიციტი შეიქმნება და, ასევე, დასძენს, რომ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია. 

„სამედიცინო პერსონალი არის ძალიან გამოფიტული და გადაღლილი 2 წლიანი ბრძოლით. პირველ რიგში, აუცილებელია ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება. ის არა მარტო გვიცავს ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, ვირუსი დაგვემართოს. მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა. დამატებით შეზღუდვებამდე აუცილებელია არსებული რეგულაციების მკაცრად კონტროლი. 

„ომიკრონმა“ ბავშვებში გაზარდა ჰოსპიტალიზაცია. სკოლა ბოლო უნდა იკეტებოდეს და პირველი იხსნებოდეს. იმისათვის რომ სკოლა დავტოვოთ ღია, პირველ რიგში, აუცილებელია, სკოლებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, - დასძენს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 ემართებათ თუ არა აცრილებს ომიკრონი აუცრელებზე ხშირად - ექსპერტების განმარტება

🔵 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔵 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔵 „ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულია, გულისრევა და მუცლის ტკივილი“ - დავით რეხვიაშვილი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე