მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა მზად 100 დღეში იქნება - კომპანია „ფაიზერი“

ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინა მზად 100 დღეში იქნება
1638133015
COVID-19

Pfizer/BioNTech-ის თანახმად, თუ არსებული ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდება, კომპანია 100 დღეში ვაქცინის განახლებულ ვერსიას შეიმუშავებს და მიწოდებისთვის მზად იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. 

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია უკვე იძიებს, მუშაობს თუ არა ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ. 

კომპანია აცხადებს, რომ ორ კვირაში ეცოდინება, იქნება თუ არა მისი ამჟამინდელი ვაქცინა საკმარისად ეფექტური B.1.1.529 ვარიანტის წინააღმდეგ.

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა შეცვალოს თავისი ვაქცინა, რათა ის უფრო ახლოს იყოს ახალ ვარიანტთან.

„Pfizer-მა და BioNTech-მა თვეების წინ გადადგეს ნაბიჯები, რათა ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში 6 კვირაში შესაძლებელი ყოფილიყო mRNA ვაქცინების ადაპტირება, ხოლო 100 დღის ვადაში მიწოდება დაწყებულიყო“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC