COVID-19

„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“ - გიორგი ფხაკაძე

„აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის“
1626721250
დაკოპირებულია

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აფასებს.

„კოვიდი ვერაგია არც კი გაიფიქროთ, რომ გადავიტან და ბუნებრივი იმუნიტეტი მექნება ან „ჯოგური იმუნიტეტი კარგია“. ზოგადად, ვინც გადაიტანა კოვიდი, 30%-მდე მათგანს რჩება სხვადასხვა პრობლემები დაიცავით თქვენი თავი და თქვენი ახლობლები.

გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე ყველგან, ასევე ვაქცინაცია (ფაიზერი მე-2 ან მე-3 დოზა).

✔️ „სინოვაკით “გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება

✔️ „სინოვაკით“ სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში

✔️ ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის

✔️ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია

ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძალიან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.

აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი“