მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების“ - ვახტანგ კალოიანი

„ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
1643400784
COVID-19

„60 წელზე ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

ექიმია თქმით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება, მას აუცილებლად უნდა დაემატოს ოჯახის ექიმები და ონლაინ კლინიკები.

ამასთან, კალოიანი ამბობს, რომ  საავადმყოფოში აღარ არის საკმარისი რაოდენობა ექიმების და ექთნების, რადგან უმეტესობა ინფიცირებულია. 

„ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში, არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების და ეს ციფრი სამწუხაროდ გაიზრდება. დაახლოებით 2 კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, იმ მოქალაქეთა დამძიმების დრო მოდის, რომლებიც დაინფიცირდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს სამედიცინო სისტემას არ წალეკავს.

60 წელზე ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გადატანილი ინფექცია არ იცავს, ამას ციფრებით გვეუბნება. ინფექციით იმუნიტეტის გამომუშავება ნიშნავს, მანქანის გაჩერება ისწავლო კედელთან დაჯახებით, კედელთან დაჯახებით ყველა არ იღუპება, არ ზიანდება, თუმცა რისკები შეადარეთ. აუცილებელია მასიური ტესტირება.

ხელისუფლება იღებს სახიფათო გადაწყვეტილებას, როდესაც ხსნის ტესტირებას. კორონავირუსის გავრცელების გამო ონლაინ სწავლებაზე გადასული ბავშვების რიცხვი გაიზრდება. ადამიანები, რომლებიც ორჯერ არიან აცრილი, ბევრად ნაკლებად არიან დაცული, ვიდრე მოქალაქეები, რომელთაც „ბუსტერი“ აქვთ“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება