მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დელტა პლუს შტამი შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს - BBC

დელტა პლუსი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი Pia.ge
1634927527
COVID-19

„დელტა პლუსი“ - ასე უწოდებენ კორონავირუსის ახალ მუტაციურ ფორმას, რომელიც ჩვეულებრივ, ჩვენთვის უკვე ნაცნობ დელტა შტამთან შედარებით შესაძლოა, უფრო ადვილად გავრცელდეს“, - ამბობენ დიდი ბრიტანეთის ექსპერტები.

BBC-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) „დელტა პლუსი“ „გამოსაძიებელი ვარიანტის“ კატეგორიაში შეიტანა, რათა შესაძლო რისკი გამოიკვლიოს.

ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ „დელტა პლუსი“ Covid 19-ზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები „დელტა პლუსისგან“ დაცვასაც უზრუნველყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ დელტა შტამი დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფექციების უმეტესობას კვლავ წარმოადგენს, „დელტა პლუსის“ შემთხვევები მაინც იზრდება. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19-ის 6% სწორედ ამ ტიპის ვირუსს მიეკუთვნება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ნაკლებსავარაუდოა „დელტა პლუსის“ ფართო გავრცელება, თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში „დელტა პლუსი“ „დელტა შტამთან“ შედარებით გავრცელების უფრო მაღალი ტემპით გამოირჩევა.

თუმცა, დელტა შტამისგან განსხვავებით, ის არ განიხილება, როგორც „შეშფოთების ვარიანტი“ - ყველაზე მაღალი კატეგორია, რომელიც ვარიანტებს რისკის დონის მიხედვით ენიჭება.

მსოფლიოს გარშემო კორონავირუსის სხვადასხვა, ათასობით ვარიანტი ცირკულირებს. ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას, ამიტომ, ახალი ვერსიის გამოჩენა გასაკვირი არ არის.

„დელტა პლუსი“ (AY.4.2) არის დელტას განშტოება, რომელიც მოიცავს ახალ მუტაციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სპაიკის (სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავება ვირუსული ანტიგენების მიმართ) ცილაზე, რომელსაც ვირუსი იყენებს ადამიანის უჯრედებში შესაღწევად.

მუტაციები - Y145H და A222V - აღმოჩენილია სხვა კორონავირუსულ ვარიანტებში პანდემიის დაწყებიდან.

დიდ ბრიტანეთში ზამთრის მოახლოებასთან ერთად მაღალი რისკის მქონე ადამიანებს უკვე სთავაზობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერულ დოზას, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ სრული დაცვა კორონავირუსისგან.

ვირუსის რომელიმე არსებული ვარიანტისგან თავის დასაცავად ვაქცინის განახლების საჭიროებას ექსპერტები არ ვარაუდობენ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის რჩევები ერთნაირია ყველა ამჟამინდელი ვარიანტისთვის. ჩაიტარეთ ვაქცინაცია და მათთვის, ვისაც უფლება აქვს, მიიღეთ მესამე, გამაძლიერებელი დოზა. განაგრძეთ სიფრთხილის ზომების გათვალისწინება. ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში. დახურულ სივრცეებში ხშირად გააღეთ ფანჯრები და კარები ოთახის გასანიავებლად“, - გვირჩევს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების ექიმი ჯენი ჰარისი.

ამავე თემაზე:

„საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

ვაქცინირებულები ნაკლებად ავრცელებენ ინფექციას - მაია ბუწაშვილი

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები