მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღის განმავლობაში, შესაძლოა ინფიცირების რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვქონდეს“ - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
1642416854
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განმარტავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა. 

ექიმის თქმით, პაციენტების სწორი ტრიაჟი უნდა მოხდეს.

„სხვადასხვა პროგნოზებია კვლევებზე დაყრდნობით, რომ დღის განმავლობაში, შეიძლება გვქონდეს რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა. როდესაც დღეში რამდენიმე ათეული ათასი შემთხვევა გვექნება, უნდა მოხდეს სწორი ტრიაჟი პაციენტების რომ მსუბუქ პაციენტებზე გადაიდოს გარკვეულწილად ტესტირება, მათი მართვა ბინაზეც შესაძლებელია ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ხოლო ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია ან აქვთ სხვადასხვა ფონური დაავადებები, მათი ტესტირება უნდა მოხდეს.

სხვა შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას ქაოსური მდგომარეობა, როდესაც მძიმე პაციენტების დროული გამოვლენა ვერ მოხდება და გაგვეზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და ლეტალობაც“, - განაცხადა ინფექციონისტმა „კვირას“ პრესკლუბში. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე