მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არაა, აღმავალი ტალღა დაწყებულია“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე Pia.ge
1642263409
COVID-19

„განსაკუთრებით მაღალია „ომიკრონის“ გავრცელება თბილისში, 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მარტივი არ გახლავთ. აღმავალი ტალღა, შემიძლია დავადასტურო, რომ დაწყებულია. მთელი დეკემბრის განმავლობაში სტაბილური გაუმჯობესებისკენ  გვქონდა ტენდენცია, ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებლით. იანვრის დასაწყისიდან, დეკემბრის ბოლო დეკადიდან უკვე შეიმჩნევა გაუარესება.

დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ში „ომიკრონია“. განსაკუთრებით მაღალია მისი გავრცელება თბილისში - 60%-ზე მეტს ვანგარიშობთ. ტალღა რომ იქნება, ამაში ორი აზრი არ არის. უნდა ველოდოთ და დავიცვათ ყველა არსებული რეგულაცია, რათა ეს ტალღა შევაკავოთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე