მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1673461355
COVID-19

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

მისი თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება. 

„ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი. 

აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.

ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.

ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.

მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე

👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები