მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

„გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“
1642448612
COVID-19

„არ ვაპირებ „ომიკრონით“ დაინფიცირებას. ვაქცინირებული ვარ, ვიკეთებ ნიღაბს როცა ვიმყოფები საზოგადოებაში და შენობაში, იმ ადამიანების გარშემო, რომლებსაც არ ვიცნობ“, - ამის შესახებ პროფესორმა და პედიატრმა პოლ ოფიტმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ უფრო გადამდები ვარიანტია და  უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

„ომიკრონით“ დაინფიცირება იმუნიტეტის მოსაპოვებლად ან მის დასასრულებლად საშინელი იდეაა“, - ამბობს  ერიკ ტოპოლი, მოლეკულური მედიცინის პროფესორი.

მისი თქმით, ეს არის რეალური ვირუსი, რომელიც არაპროგნოზირებადია.

„ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ძალიან დაავადდეს. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ხანგრძლივი Covid-ის მიღება. ის ზოგჯერ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს იწვევს“, - აცხადებს მედიცინის პროფესორი.

პროფესორის თქმით, ჯერ კიდევ გაუგებარია, დაიცავს თუ არა „ომიკრონისგან“ გამოჯანმრთელება ადამიანს  მომავალი ვარიანტებისგან.

„თუ თქვენ უკვე ჰქონდათ „ომიკრონი“, მან, შესაძლოა, გააფართოვა თქვენი T-უჯრედების ამოცნობა და თქვენი B-უჯრედების მეხსიერება და მოგცათ გამანეიტრალებელი ანტისხეულების, მაგრამ  ზუსტად ვერ იტყვით, რომ ის სხვა შტამისგან გიცავთ. გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია არ არსებობს. ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა. „ომიკრონი“ ნაკლებად მკაცრია ვიდრე დელტა - მაგრამ თავად დელტა უფრო მკაცრი იყო, ვიდრე წინა ვარიანტები.

აშშ-ს აქვს რეკორდულად მაღალი ჰოსპიტალიზაცია და შემთხვევები სამჯერ აღემატება წინა უმაღლეს პიკს. ეს იმიტომ ხდება, რომ „ომიკრონის“ სხვა მახასიათებლები - მისი იმუნოაციურობა და გადამდებლობა - უფრო მეტად აღემატება მის შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს. როდესაც უფრო მეტი ადამიანი ავადდება, უფრო მეტი შანსია, რომ დაავადება ძალიან ცუდად წავიდეს“, - აცხადებს ტოპოლი.

„დიდი რიცხვის მცირე პროცენტი არის ძალიან დიდი რიცხვი”, - თქვა ხორხე მორენომ, მედიცინის ასისტენტმა პროფესორმა იელის მედიცინის სკოლაში.

„ეს ვირუსი აკეთებს იმას, რასაც სხვა რესპირატორული ვირუსი არ აკეთებს“, - განაცხადა ოფიტმა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ დროს, შესაძლოა, ვენტილაციის საჭიროება არ დადგეს, მაგრამ არ გამორიცხავს ჰოსპიტალიზაციას, ზოგჯერ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ექიმ მორენოს ცნობით, Covid-ის ერთ-ერთი მთავარი გართულება იყო დიაბეტური კეტოაციდოზი. ის ამაღლებს მათ სისხლში შაქრის დონეს.

განსაკუთრებით არავაქცინირებული ადამიანები კვლავ არიან პნევმონიის და სხვა გართულებების რისკის ქვეშ და ვაქცინაციამ შეიძლება მკვეთრად შეამციროს ეს რისკები.

„თუ აცრილი არ ხარ, უფრო ხანგრძლივი ავადმყოფობა გექნება, დიდი ალბათობით უფრო დაავადდები“, - ამბობს მორენო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება