მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1642950240
COVID-19

„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ოქროს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ესაა ნიღაბი, რომელიც პრაქტიკულად გადაგვარჩენს.

დღევანდელი მონაცემი, რომელიც საკმარისად შემაშფოთებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის არც მეტი, არც ნაკლები სასტარტო მონაცემი იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ველოდებით. ველოდებით დაახლოებით 20 000-25 000-ის რაოდენობას. 70-75% ამ რაოდენობისა არის „ომიკრონი“. რაოდენობა, რომელიც ბინაზეა, არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სტატისტიკაშია მოყვანილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მივეცეთ სიმშვიდეს და არანაირ გართულებას არ ველოდოთ ამ დაავადებისგან. ზუსტად ისევე რთულდება, როგორც რთულდებოდა სხვა შემთხვევებში. ოქროს სტანდარტი უნდა დავიცვათ, ესაა ნიღაბი, რომელიც პრაქტიკულად გადაგვარჩენს.

ის, რომ „ომიკრონი“ დაასრულებს კორონავირუსს, ამაზე საუბარიც კი არ მინდა, იმიტომ რომ ასე არ იქნება. სულ ცოტა ხანში, გაზაფხულზე გამოჩნდება კიდევ ერთი ახალი შტამი და იმედი გვაქვს, რომ ის კიდევ უფრო სუსტი იქნება.

ვირუსებს ემატება „ომიკრონი“ და სხვა სეზონური ვირუსებიც.  ამ ყველაფრის ენდემურ სიტუაციაში გადატანა კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დრო დასჭირდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

⭕ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება