მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში 800 მლნ პირბადეს დაწვავენ

სამედიცინო პირბადე
1665563756
COVID-19

გერმანიაში Covid 19-ის საწინააღმდეგო 800 მლნ პირბადეს გაანადგურებენ, რომლებსაც მოქმედების ვადა გაუვიდათ. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.  

ეს პირბადეები პანდემიის პირველ თვეებშია შეძენილი. საუბარია 730 მლნ ქირურგიულ პირბადეზე და 60 მლნ  FFP-2-ის ტიპის სამედიცინო პირბადეზე. გარდა ამისა, 2020 წლის მარტში შეძენილი პირბადეების 20%-ში შესაბამისმა სამსახურებმა დეფექტები აღმოაჩინეს. 

გერმანიამ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში პირბადეების შესაძენად 6 მლრდ ევრო დახარჯა. გერმანიის ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი იენს სპამი ამისთვის გააკრიტიკეს, რადგანაც ამდენი პირბადის შეძენის აუცილებლობა არ არსებობდა და მინისტრმა ამისთვის პირადი კავშირები გამოიყენა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია, რუსეთს კარგი არაფერი ელის“ - დავით არახამია

✔️ რუსეთის უშიშროების სამსახურმა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო 8 ადამიანი დააკავა

✔️ ომის ახალი სახიფათო ფაზა დაიწყო, რუსული იმპერია ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება - გია ხუხაშვილი

✔️ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

✔️ პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი