მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა

ომიკრონის შტამი
1638014305
COVID-19

გერმანიაში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ აქვს. ამის შესახებ სოციალურ და ინტეგრაციის საკითხებში ჰესენის მინისტრმა კაი კლოზემ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. 

„წუხელ „ომიკრონის“ ტიპის მუტაცია აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურში“, - აღნიშნა კოლზემ.

მისი ინფორმაციით, ვარიანტის საბოლოოდ დასადგენად სრული კვლევა ჩატარდება. მინისტრმა ყველას, ვინც გერმანიაში სამხრეთ აფრიკიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაბრუნდა, იზოლაციისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ ჰესენში მდებარეობს ფრანკფურტის აეროპორტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 67 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ინფექციას უკვე 101 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

ცნობილია, რომ „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურებულია ნიდერლანდებსა და ბელგიაში. 

ამავე თემაზე:

📣 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

📣 „ახალი ვარინტი სწრაფი გავრცელებით და საშიში მუტაციებით გამოირჩევა“ - თამარ ჟამურაშვილი

📣 გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა