COVID-19

იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია? - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე
1627589401
დაკოპირებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

„ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15 - წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. ვინაიდან წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.

აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ.

როგორც კი კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები. კვლევასთან დაკავშირებით ყველა წინასწარი მონაცემები პოზიტიურია.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოებთ და მივიღებთ 12-დან 15 - წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოში „ფაიზერით“ აცრა 16 წლის ზემოთ ასაკის პირებში დასაშვები გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს კორონავირუსის დამამძიმებელი სიმპტომი აქვს და აუცილებელია ექიმის მიმართვა?

👉 აცრიან თუ რა „ფაიზერის“ გარდა სხვა ვაქცინით 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს?