მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

სუროგაცია, ინვიტრო
1637232221
COVID-19

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორსულებში ინფიცირების მომატებულ მაჩვენებელზე ისაუბრა. 

როგორც ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორსულების ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მცირედი კლება ინფიცირების, იმედის მიზეზს არ გვაძლევს. დიდხანს გავჩერდით იმ რაოდენობაზე ინფიცირებულებისა, რაც ცდება 4 000-ს. მინდა აღვნიშნო, რომ ლეტალობა საკმაოდ დიდია საქართველოში იმ ფონზე, რა რაოდენობის მოსახლეობაც ცხოვრობს. 

ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი, მიუხედავად ყველა იმ ღონისძიებების, რაც ტარდება სახელმწიფოს მიერ. 17 – 18 გარდაცვლილი ორსული, ეს საკმაოდ ბევრია.

ორსულებში გვაქვს დიდი პრობლემა, აზრთა სხვადასხვაობა. ყველა ექიმმა, მედმუშაკმა უნდა მიაწოდოს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენ 17 თუ 18 გარდაცვლილი ორსული გვყავს, რაც ძალიან დიდია. ასეთი მაჩვენებელი გვქონდა „ღორის გრიპის“ დროს, თუმცა სწორად მიმართულმა ვაქცინაციამ და მედიკამენტებმა ეს პრობლემა გადაჭრა. ვაქცინაცია არის აუცილებელი გარდაუვალი და ერთადერთი საშუალება გადარჩენის“, - აცხადებს  პაატა ჟორჟოლიანი.

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში.

მისი თქმით, ორსულები, რომლებიც იცრებიან 15-16 კვირაზე უნდა აიცრან განმეორებით:

„ორსულებში ინფიცირების რიცხვი საკმაოდ  მომატებულია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ  ტრიმესტრში იმყოფება ორსული. გართულებების ტემპი და, ასევე, სიმძიმე მესამე ტრიმესტრში ანუ ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ მეორე ტრიმესტრში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც.

ორსულობის და მშობიარობის გართულებები ყველაზე მეტია მესამე ტრიმესტრში. ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა. კვლევა იმის თაობაზე, რომ ორსულების ვაქცინაცია იწვევს ნაადრევ აბორტს, სიმახინჯეს, ინტრანტალურ სიკვდილს, არ არსებობს. ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. კვლევების თანახმად, ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება. კვლევებით ვნახულობთ, რომ არის ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა. მტკიცებულებითი სახით თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებში რამე სახის პათოლოგიას იწვევს, ეს ძალიან ძნელია და ამას შესაბამისი კვლევა სჭირდება.

დამძიმების, სუნთქვითი უკმარისობის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, განსაკუთრებით ადრეული ვადის ორსულების პერიოდში უმჯობესია ინფიცირებული ორსული მოთავსდეს სტაციონარში“, - აღნიშნავს ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსმა 17 ორსული იმსხვერპლა და მათ შორის არცერთი არ იყო ვაქცინირებული - NCDC

👉 „ორსულობის დროს იზრდება მუცლის შიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა“ - კონსტანტინე ჩახუნაშვილი

👉 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“