COVID-19

ისრაელში დელტა პლუს შტამი საქართველოდან ჩასულ პირებს დაუფიქსირდა

ისრაელის დროშა
1627302579
დაკოპირებულია

ისრაელში კორონავირუსის, ახალი შტამის დელტა პლუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას mako.co.il ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა საქართველოდან მოდის.

ამ ეტაპზე უცნობია კიდევ უფრო გადამდებია თუ არა დელტა პლუსის შტამი, ვიდრე სხვა შტამები. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგს აწარმოებს და ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ისრაელში დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით 2.08%-ს შეადგენს. დღეისათვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 108 პაციენტი, რომელთაგან 20 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „მოდერნას“ გამოყენების ნებართვა გასცა

✔️ „გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და ... “ - კულუმბეგოვი მედიას მიმართავს

✔️ 676 თბილისი, 224 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში