მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
1676455709
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) SARS-CoV-2-ის ტიპის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოძიება შეაჩერა. 

შესაბამისი კვლევის პირველი ეტაპი ჯანმოს უკვე დასრულებული ჰქონდა, თუმცა ორგანიზაციამ გამოძიების მეორე ეტაპი გააუქმა. 

ჯანმოს ექსპერტის, მარია ვან კერხოვის განცხადებით, კოვიდის წარმოშობის გამოძიება ჩინეთში კრიტიკული კვლევის ჩატარების სირთულეების მოტივით შეწყდა. 

„ჯანმო შესაბამისი სამუშაოების ეტაპობრივად შესრულებას გეგმავდა, მაგრამ ეს გეგმა შეიცვალა. მსოფლიოში არსებული პოლიტიკა ძალიან აფერხებს პროგრესს კორონავირუსის წარმოშობის გაგებაში“, - განაცხადა კერხოვმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

📣 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე